ჩვენს შესახებ

Global Project Capital- (GPC) წარმოადგენს ბიზნესის საკონსულტაციო და პროექტების დაფინანსების ჯგუფს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მრავალმხრივ მომსახურებებსა და პროექტის დაფინანსების საშუალებებს. ჩვენი მიზანია დაშვების უზრუნველყოფა პროექტების მენეჯმენტის საუკეთესო ექსპერტიზასა და ყველაზე განვითარებულ დაფინანსების საშუალებებზე, რასაც ვახორციელებთ რთული სიტუაციების პირობებში, კაპიტალის ბაზრებისა და უმსხვილესი ბანკების მეშვეობით, დაფინანსების უნიკალური ალტერნატივების მოძიების მეშვეობით.

მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი GPC ჯგუფის სპეციალობას წარმოადგენს პროექტების მენეჯმენტის გარკვეული სფეროები და დაფინანსება. ჯგუფი მომხმარებლებს სთავაზობს საკუთარ ექსპერტიზასა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საკმაოდ რთულ პროექტებზე რეგულარულად მომუშავე გუნდის შესაძლებლობას.

ჩვენ დასაქმებული გვყავს საუკეთესო გამოცდილების მქონე მრჩევლები, საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე ვიყენებთ გარედან მოწვეული სპეციალისტის ექსპერტიზას და ვინარჩუნებთ დაფინანსების რესურსებს კაპიტალის პროექტებისათვის ინდუსტრიის რამდენიმე სექტორში: ინდუსტრია, ვაჭრობის სფერო, განათლება, ჯანდაცვა, ენერგომომარაგება, ტრანსპორტი, ტურიზმი და ასე შემდეგ. საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების ასოციაციებთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია კონსულტაციების გაწევა დაფინანსებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, საინვესტიციო კლასისა და არასაინვესტიციო კლასის ბაზრების ჩათვლით, როგორც საჯარო, ისე სამოქალაქო სამართლის სისტემების პირობებში.

ტრადიციული პროექტის დაფინანსების სტრუქტურების შესახებ კონსულტაციების უზრუნველყოფის გარდა, ჩვენმა იურისტებმა და გარედან მოწვეულმა ექსპერტებმა შეიმუშავეს სულ უფრო ინოვაციური დაფინანსების საშუალებები მნიშვნელოვანი პროექტებისათვის. ჩვენ ზედმიწევნით კარგად ვიცნობთ საბანკო და კაპიტალის ბაზრების დაფინანსების თითოეულ ფორმას. ამასთანავე, მნიშვნელოვანი გამოცდილება გაგვაჩნია საკონსულტაციო მომსახურებებისა და გარედან მოწვეული სამართლებრივი ექსპერტიზის სფეროში ისეთ პროექტებთან მიმართებაში, რომლებიც აერთიანებს შემდეგი სტრუქტურირებული ფინანსური ტექნიკების სხვადასხვა ფორმებს:

 -პირობითი (კონვენციური) დაფინანსება უმსხვილესი საერთაშორისო ბანკების მეშვეობით; 

- პროექტის ვალდებულებები;

სექიურიტიზაცია, მონეტიზაცია;

- აქტივის/პასივის სტრუქტურები;

- კერძო კაპიტალის მქონე საინვესტიციო ჯგუფები;

ალტერნატიული დაფინანსების სტრუქტურები.

 ჩვენი გამოცდილება დაფინანსების სფეროში, რომელიც მოიცავს დაფინანსების რამდენიმე წყაროს, მრავალმხრივი, განვითარებითი და საექსპორტო საკრედიტო ინსტიტუტების ჩათვლით, მნიშვნელოვანია ინგლისურენოვან და ადგილობრივი კვალიფიკაციის მქონე იურისტებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ გვაქვს დოკუმენტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების გარედან მოწვეული რესურსების მეშვეობით განხორციელების შესაძლებლობა, თითოეული ტრანზაქციის შემთხვევაში, ყველაზე შესაფერისი კანონმდებლობის პირობებში.

 

Copyright 2010 - 2017 Global Project Capital Limited. All rights reserved.

ბიზნეს კონსულტანტები და პროექტის

დაფინანსების სპეციალისტები.

მთავარი ჩვენს შესახებ პროექტის დაფინანსება კრიტერიუმები იურიდიული კონტაქტი Eng Fr De Rus Tur Ned ქართული 대한민국