აუცილებელი დოკუმენტაცია (ინგლისური თარგმანი):

1. შევსებული განაცხადის ფორმები - რომლებიც წარდგენილი უნდა იქნეს შეფასების მიზნით.

2. პროექტის დეტალები: - განხორციელების სქემა, ბიზნეს გეგმა, შესრულებადობის კვლევა.

3. დაფინანსების საჭიროებები: ბრუნვის ანალიზები, ბრუნვისა და მოგების პროგნოზები.

4. სარეგისტრაციო დოკუმენტები და წესდება.

5. განმცხადებლების/დირექტორების პასპორტების ასლი.

6. იმ მეწილეთა ნუსხა, რომლებიც ფლობენ 5%-ზე მეტი ოდენობის წილებს.

7. სახსრების, კაპიტალის შენატანის ან საწარმოო კაპიტალის შენატანის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

განაცხადის შეფასების ვადა:   ორიდან სამ კვირამდე.

დამუშავების ვადა:   დაახლოებით ოთხიდან ექვს კვირამდე, ეს დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე. 

პროექტის მხარდაჭერის სტრატეგიაჩვენ მოვითხოვთ გარკვეული ოდენობის აუცილებელ დოკუმენტაციას, თავსებადობისა და სიცოცხლისუნარიანობის შეფასების მიზნით.  ჩვენი დაფინანსება გამიზნულია მსხვილი კომერციული და სამთავრობო პროექტებისათვის. ზემოთხსენებული პროექტები შესაძლოა მოიცავდეს კომერციულ ქონებას, ქარხნულ წარმოებას, ენერგომომარაგებას, ინფრასტრუქტურას, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს. 

 შეფასება, შემოწმება, კვალიფიკაცია:  შეფასებისა და შემოწმების ფაზა შესაძლოა სამ კვირამდე გაგრძელდეს. გამოიყენება სტანდარტული საერთაშორისო საბანკო შეფასება.  აღნიშნული ფაზის განმავლობაში, ხორციელდება პროექტის ნამდვილობისა და სიცოცხლისუნარიანობის შეფასება და განვითარების სტრატეგიების ანალიზი. მხედველობაში მიიღება მაქსიმალური ეკონომიკური უპირატესობის მქონე პროექტები.  

 დოკუმენტების მომზადება:   მომზადდება საბოლოო ანგარიში და დოკუმენტების ერთობლიობა. აგრეთვე მომზადდება ოფიციალური და პროფესიონალური განაცხადები, ბანკის პოლიტიკისა და მოქმედი კრიტერიუმების შესაბამისად.  

 შეფასება: ოფიციალური განაცხადის შეფასება შესაძლოა ერთიდან ორ კვირამდე გაგრძელდეს, რაც დამოკიდებულია შესაბამის პროექტსა და ფინანსურ დაწესებულებაზე ან ბანკზე. ხორციელდება პროექტების მენეჯერების, ანგარიშვალდებულების, ფინანსური მხარეების, ბრუნვისა და პროექტის განვითარების ფაქტორების შეფასება. მზადდება დოკუმენტების პროექტები.  

გლობალური პროექტის კაპიტალი 

1. საკონსულტაციო ჯგუფის შემთხვევაში: პროექტის დაფინანსების მიზნით, დაშვების უზრუნველყოფა კაპიტალის ბაზრებზე.

2. შუამავლები იმ ბიზნესებისა და მთავრობებისათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ პროექტის დაფინანსება.

3. კონსულტანტები, პროექტის დაფინანსების ოფიციალური განაცხადის მომზადების პროცესში.

 რას გთავაზობთ

1. პროექტის მართვას, მთავრობებისა და მსხვილი კორპორაციების ფართომასშტაბიანი პროექტების შემთხვევაში. 

2. დამტკიცებული კომერციული განვითარებისა და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება. 

3. მრავალფეროვანი ფინანსური მომსახურებები, სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო და კერძო ბანკების მეშვეობით.

4. დაფინანსების საშუალებები მნიშვნელოვანი ბანკებისა და რეგულირებული ფინანსური ჯგუფების ვალდებულებების, სასესხო ინსტრუმენტებისა და სხვა პროდუქტების მეშვეობით.

5. თამასუქებსა და ობლიგაციებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული მომსახურებები.

 

Copyright 2010 - 2017 Global Project Capital Ltd. All rights reserved. Legal Notice / Disclaimer

ბიზნეს კონსულტანტები და პროექტის

დაფინანსების სპეციალისტები.

მთავარი ჩვენს შესახებ პროექტის დაფინანსება კრიტერიუმები  იურიდიული კონტაქტი Eng Fr De Rus Tur Ned ქართული 대한민국